Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Modern Nanotechnologies, New Materials and Tools

წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია ნანოტექნოლოგიის ის ძირითადი საკითხები, რომელთა ცოდნა აუცილებელია მკითხველთათვის, რომ უფრო ღრმად შეისწავლონ ცალკეული დარგების ნანოეფექტები და ნანოტექნოლოგიები. ეს ეხება ისეთ დარგებს, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მედიცინა. ნანოტექნოლოგიის უკეთ გაგების მიზნით, მოცემულია მიკროტექნოლოგიის ზოგიერთი ძირითადი საკითხები, მიკროდან ნანოზე გადასვლის ძირითადი სიძნელეები და თავისებურებანი; გაანალიზებულია ახალი მასალების მიღების, შესწავლის და გამოყენების ძირითადი არეალები; განხილულია ნანოსისტემებში ქიმიური ბმის სახეები, მათში შინაგანი და გარეგანი ზედაპირების როლი, კვანტური ეფექტების ის ძირითადი ფუნდამენტური მოვლენები, რომლებსაც ეყრდნობა ნანოელექტრონიკა; მათზე აგებული ზოგიერთი ისეთი ნანოხელსაწყოების მუშაობის პრინციპები, როგორებიცაა ერთელექტრონიანი და რეზონანსული ტრანზისტორები, აარონოვ-ბომის ხელსაწყო, კვანტური წერტილის კონდოს ეფექტზე მომუშავე ხელსაწყო, მემრისტორი და იონისტორი (სუპერკონდენსატორი). მოცემულია კვანტური ჰოლის ეფექტის არსი, როგორც მაგნიტური ველის ელექტრულ ნანოსისტემებზე გავლენის კერძო შემთხვევა; განხილულია ნანო, ანუ "მაღალი ტექნოლოგიების" გამოყენების პერსპექტივები.


სახელმძღვანელო განკუთვნილია შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის. ის სასარგებლო იქნება ნანოტექნოლოგიებით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვისაც.

isbn : 978-9941-491-22-1
Price: 0₾



Related Books