წარმოდგენილ სახელმძღვანელოში განხილულია დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხები რეგიონულ ჭრილში, კერძოდ: ძირითადი ცნებები და კატეგორიები, დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის სპეციფიკური მაჩვენებლები და მათი გაანგარიშების წესები, კონკრეტული მეთოდები და მათი გამოყენების პირობები. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის საერთაშორისო მეთოდოლოგიებისა და კლასიფიკაციების განხილვას.
სახელმძღვანელოს ყველა თემაში მოტანილი და გაანალიზებულია დიდი მოცულობის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ადმინისტრაციული და ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით, რომელთა საფუძველზეც გაანგარიშებულია დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის მრავალი სპეციფიკური მაჩვენებელი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის და ამ საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისათვის.