წინამდებარე კრებულში თავმოყრილია გასულ 2024 წელს სტუდენტთა XIII საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა შორის შერჩეული მასალები.
მოხსენებათა შერჩევის პრინციპი და ფორმატი კვლავ უცვლელია: შემოსული განაცხადებიდან, თავდაპირველად, ირჩევა კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები, ხოლო ამ მოხსენებათაგან ალმანახ მერმისში დასაბეჭდი სტუდენტური სამეცნიერო შრომები.შესაბამისად, კონფერენციაზე შემოსული და შემდგომ მათგან შერჩეული, სექციის ხელმძღვანელების მიერ გამოქვეყნებისათვის რეკომენდებული მასალების კრებულს წარმოადგენს „მერმისის“ წინამდებარე გამოცემაც.
სარედაქციო კოლეგიამ იმუშავა წარმოდგენილ და რეკომენდებულ მასალებზე, ნაშრომებში წარმოჩენილი კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმის, აკადემიური უნარების, მეცნიერული, მორალური პოზიციისა და ხარისხის გათვალისწინებით წარმოდგენილ მასალათა შორის შერჩეულ იქნა მოხსენებები, რომლებიც მომზადდა ახალი კრებულისათვის.
ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი და ჩვენი პროექტი – „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ წინამდებარე კრებულით კვლავ ერთგული რჩება იმ მთავარი სამუშაო იდეისა და პრინციპებისა, რასაც აკადემიურობა, ინტეგრირება და სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრებთან და სტუდენტებთან თანამშრომლობა ჰქვია.
ამ პრინციპთა და ტრადიციათა კვალობაზე „მერმისის“ წინამდებარე კრებულიც კვლავ და კვლავ ამ ღირებულებათა წარმომჩენია.