Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    თამაზ ვაშაყმაძე 75
    Author: შემდგენელ-რედაქტორი: გელა ყიფიანი
    Publish Date: 2012
    isnb: 978-9941-13-251
    Price: 7,50 ₾₾
    Annotation

    წიგნი ეძღვნება ქართველ მათემატიკოსსა და პედაგოგს, ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემრიტუს-პროფესორს, ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და რიცხვითი მეთოდების მიმართულების თანახელმძღვანელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს მექანიკოსთა კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს, მექანიკისა და მათემატიკის ურთიერთქმედების საერთაშორისო საზოგადოების წევრს, პროფესორ თამაზ ვაშაყმაძეს დაბადებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებით.

    წიგნში წარმოდგენილია პროფ. თამაზ ვაშაყმაძის ცხოვრებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის ამსახველი წერილები და მოგონებები, რომლებიც გადმოცემულია მისი კოლეგების, მეგობრებისა და მათ მიერ, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება ემუშავა მასთან ცხოვრების სხვადსხვა პერიოდში.

    წიგნში ჩართულია ასევე მისი ავტობიოგრაფიული მონაცემები, სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი რიგი მასალებისა და მისი მშობლების, მეუღლის, შვილებისა და შვილიშვილების, დათა და მათი ოჯახების წევრთა, კოლეგების, მეგობართა, ახლობელთა ფოტო-სურათები.