Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

13 მაისს ბიდისი აკადემიის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმი გაიმართება

13 მაისს ტერმინალში (მის: აბაშიძის ქუჩა 34) 15:30 დან 17:30 საათამდე გაიმართება დასაქმების ფორუმი, რომელიც ბიდისი აკადემიის მიერ არის ორგანიზებული.

 

დასაქმების ფორუმს დაესწრებიან ისეთი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: კარფური, აგროჰაბი, კონტეინერი, ავერსის კლინიკა, ევექსის კლინიკა, რესპუბლიკური კლინიკა, თოდუას კლინიკა, ტატიშვილის კლინიკა, იმპექსის აფთიაქი, ავერსის აფთიაქი, რესტორანი 2 ტონა, ესთეთიკური ცენტრი ნატალი და ბიუთი ლაბი, მედი, იუს ქეა, ენდორფინი და სხვადასხვა მცირე საშუალო თუ დიდი ბიზნეს ობიექტების წარმომადგენლები.

 

დღეს სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, სწორედ ამიტომ ღონისძიების მთავარი მიზანია, დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველ ადამიანებს აპოვნინოს ერთმანეთი. ეს არ არის პირველი დასაქმების ფორუმი, რომელსაც ბიდისი აკადემია უდგას სათავეში.

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია CTA, ლიდერ ქალთა საზოგადოება, საბუღალტრო კომპანია ანაგელი, საქველმოქმედო ფონდი იმედი.