4 ივნისს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, თსუ-ს სტუდენტებისათვის მოეწყო შეხვედრა კომპანია One Point წარმომადგენლებთან . შეხვედრა კომპანიის CSR აქტივობების ფარგლებში ჩატარდა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ თუ რას ითვალისწინებს თანამედროვე რეკრუტინგის პროცესი და მიეღოთ რჩევები თუ როგორ შეექმნათ AI-რეკრუტინგულ სისტემებთან ადაპტირებადი რეზიუმე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.