Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გახდი ახალგაზრდული საბჭოს წევრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევად.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა, მათ წინაშე არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება და შემდგომში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ წელს და მის განსახორციელებლად შეირჩევა ცხრა მონაწილე. საბჭოში საქმიანობა არ ითვალისწინებს შრომის ანაზღაურებას.


კონკურსი ითვალისწინებს ორ ეტაპს:

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა,

მეორე ეტაპი - პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ასაკი 18-დან 30 წლამდე
  • სამოტივაციო წერილი (სადაც აღნიშნული იქნება კანდიდატის საბჭოში გაწევრიანების მიზანი და ხედვა; მისი უნარ-ჩვევები, რომელიც გააძლიერებს საბჭოს მუშაობას; სავარაუდო შედეგი, რაც საბჭოს საქმიანობაში მისი ჩართულობით მიიღება)
  • სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 27 ნოემბერი.
სარეგისტრაციო ბმული:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
 justice@abkhazia.gov.ge
 ცხელი ხაზი: 143