Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დისტანციური (Online) კურსი კარიერის მართვა თსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

კარიერის მართვის კურსი განკუთვნილია ყველა სტუდენტისა და კურსდამთავრებულისათვის ვისაც აინტერესებს:

  • თანამედროვე კარიერული კონცეფციებიდან შენი შესაძლებლობების გათვალისწინებით რომელი უკეთ დაგეხმარება წარმატებულ კარიერაში?
  • როგორ დაგეგმო პირადი კარიერა თანამედროვე შრომის ბაზრის ცვლილებების გათვალიწინებით?
  • რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება შრომის ბაზარზე ვაკანსიის ძიებისას?
  • როგორია თანამედროვე შრომის ბაზრის ძირითადი ტენცენციები?
  • როგორ შეგიძლია შეუთავსო პირადი ცხოვრება კარიერას?
  • რა უნდა გაითვალისწინო წარმატებული კარიერის დაგეგმისთვის?
  • როგორ უნდა შეადგინონ CV, სადაც შესაძლებელია მოკლედ მაგრამ ამომწურავად გააცნო დამსაქმებელს შენი შესაძლებლობები?
  • როგორ უნდა მოემზადოთ გასაუბრებისთვის?

კარიერის მართვის კურსი შემუშავებულია შემუშავებულია ევროკომისიის tempus IV (TEMPUS-ის გრანტის(სტუდენტთა კარიერული განვითარება საქართველოში - 530566-TEMPUS -1-2012-1-LT-TEMPUS-SMGR (2012-3045/001-0010 პროგრამის „სტუდენტთა კარიერული მომსახურეობის განვითარება საქართველოში“

და ევროპული უნივერსიტეტებისა და საქართველოში მათი პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული თეორიული მასალი საფუძველზე. კურსს ანხორციელებს თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი.

ფორმატი:

დისტანციური zoom და moodle პლატფორმის გამოყენებით სინქორნული და ანსინქრონული ელემენტებით. III მოდული. 6 თემა. ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები.

ხანგრძლივობა:

9 ნოემბერი -30 ნოემბერი ( 3 კვირა; კვირაში 4 საათი) თითოეული მოდულის ხანგრძლივობა 4 საათი. (ჯამში კურის ხანგრძლივობა 12 საათი).

კურსის შინაარსი:

I მოდული

1. კარიერის კონცეფცია - თანამედროვე VS ტრადიციული

2. კარიერის განვითარების თანამედროვე მიდგომები

II მოდული

3. თვითშემეცნება - პირადი და საჯარო ცხოვრების ბალანსი კარიერაში

4. კარიერის დაგეგმვა, მართვა და განვითარება

III მოდული

5.შრომის ბაზრის კვლევა. ვაკანსიის ძიების პროცესი

6. CV, სამოტივაციო წერილის შედგენა, მომზადება გასაუბრებისთვის

თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებმა უნდა შეასრულონ დავალებაკურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი (საჭიროების შემთხვევაში ცნობა, კურსის დასრულების შესახებ)

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ

https://www.facebook.com/careerTSU/

 career@tsu.ge