ორიენტ ლოჯიკი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ლიგა - CODEVICE - ში.
ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 26 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვანვითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, ჰიბრუდული, დღეში 8 საათიანი განაკვეთი.
ჩვენ გთავაზობთ:
• ჰიბრიდულ გრაფიკს
• მრავალფეროვან პროექტებს
• სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ რეალურ გარემოს
• კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს
• ჯანმრთელობის დაზღვევას
• საბონუსე სისტემას
ძირითადი მოვალეობები:
- პორტალში შემოსული ხარვეზების განხილვა, კატეგორიზაცია, საჭირეოებისამებრ შესაბამის პირებთან გადამისამართება;
- საკითხის გადაწვეტის პროცესის მონიტორინგი და პარტნიორი ორგანიზაციისთვისთითოეულ ეტაპზე ინფორმაციის გაზიარება;
- განხორციელებული პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების კონტრაქის პირობებიდან გამომდინარე, მხარდაჭერის პორტალში შესაბამისი კონფიგურაციის განხორციელება და პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრმოლებისთვის წვდომების დაშვება;
- შესაბამის გუნდებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- Jira/GitLab ან მსგავს პორტალთან მუშაობის გამოცდილება;
- Enterprise ვებ-აპლიკაციების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა.
პიროვნულული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- თვითგანვითარების უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში ვთხოვთ გააკეთეთ განაცხადი 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე). სასურველ პოზიციის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!