Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი განახლებული ფორმატით იწყება. 12-კვირიანი პროგრამა, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.
პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 18 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3QIcWbT.
13 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ დეტალები პროგრამის შესახებ, გაიცნონ ორგანიზატორები და დასვან პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა: https://fb.me/e/24U4GOSlL
პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 12 კვირას (ოქტომბერი - დეკემბერი 2022) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:
- 3 ინტენსიური ბუტკემპი (2 ქალაქგარეთ, 1 თბილისში);
- ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან (კვირაში 1 დღე, 1 საათი);
- ნეთვორქინგი - P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
- იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
- დემო დღე - მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათმოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.
მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com