კომპანია „ლაბ ტექნოლოჯის“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ახალგაზრდას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
მოვალეობები:
- ტექნოლოგიური დანადგარებისა და ელექტრონული მოწყობილობების რეალიზაცია
- გაყიდვების გაზრდის მიზნით ახალი კლიენტების და პროექტების მოძიება;
- კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და გაცნობითი სახის პრეზენტაციის ჩატარება;
- კლიენტებთან მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება და კმაყოფილების ზრდაზე მუშაობა;
- გაყიდვების კვარტალური გეგმის შესრულება;
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ ფორუმებში, სემინარებში, ვებინარები, გასვლით ღონისძიებებში და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის შესწავლა და ბაზარზე მისი შემდგონი რეალიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვებში მუშაობის სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონე;
- კორპორატიული სტანდარტების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- საქმიანი მოლაპარაკების/მიმოწერის წარმოების კარგი უნარი;
- დარწმუნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის კარგი უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწრაფად განვითარების საშუალებას;
ჩვენს შესახებ:
- LAB Technologies დაარსდა 2008 წელს.
- ვართ ქართული IT ინტეგრატორი კომპანია
- ბიზნეს მოდელი - B2B
- მომხმარებლები - საჯარო და კერძო სექტორი
- გვაქვს 6 ძირითადი მიმართულება
- წარმოვადგენთ 15 + ბრენდს
დამატებითი ინფორმაცია:
ვებ გვერდი: www.lab.ge
მისამართი: თბილისი, ნოდარ ბოხუას 6
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“.
ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს და შეავსოთ აპლიკაცია. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 32 229 06 09