Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს
სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

პოზიცია: ადმინისტრაციული ასისტენტი

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:
• კლიენტებისთვის შეთავაზების, სტანდარტული ხელშეკრულების,
მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის
მომზადება (მათ შორის ინგლისურ ენაზე)
• დოკუმენტაციის სისტემაში მოყვანა და დაარქივება
• კლიენტის დავალიანების კონტროლი და შესაბამისი პირების
ინფორმირება
• პროგრამაში კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეყვანა და
ცვლილებების შესაბამისად განახლება
• განყოფილების თანამშრომლების დაკვალიანება და მხარდაჭერა
სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში
• შეხვედრების ორგანიზება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ადმინისტრაციული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება
დამატებით უპირატესობად
• სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა
• რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Word, MS Excel)

 

პიროვნული თვისებები:
• ორგანიზებული
• დეტალებზე ორიენტირებული
• დროის ეფექტურად მართვის უნარი
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
• ენერგიული
• რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, subject-ში
მიუთითოთ „ადმინისტრაციული ასისტენტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26.10.2022