Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 200  ფილიალით.

  

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1500 -ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატება

 

ამჟამად მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას 1C მონაცემთა ბაზის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ცვლები

ანაზღაურება: 800-1000 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • 1C ERP გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სისტემაში აღრიცხული ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი, დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირება და გასწორება;
  • სისტემის მომხმარებლების როლების მართვა და მოვალეობების განაწილება ბიზნეს პროცესების შესაბამისად;
  • პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დამატება და თანამშრომლებისათვის წარდგენა;
  • ფილიალების მუშაობის კონტროლი და პრობლემური საკითხების დროულად გადაჭრა/მოგვარება.
  • ახალი ფუნქციონალის სატესტო გარემოში ტესტირება და შემდგომ მიმდინარე ბაზაში გადატანა;
  • კომპანიის მიერ დასმული ამოცანის ჩამოყალიბება და დამნერგავი კომპანიისთვის მიწოდება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება(განიხილება დამამთავრებელი კურსის, ან მაგისტრატურის სტუდენტები)
  • სასურველია  1C ბაზაში მუშაობის გამოცდილება; 
  • Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;

 

დამატებითი უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " 1C მონაცემთა ბაზის  სპეციალისტის”.

 

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

 

გისურვებთ წარმატებას!