Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაღაზიათა ქსელი  „ორი ნაბიჯი“  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ანალიტიკის და ოპერაციების მართვის მიმართულებით ლოგისტიკის დეპარტამენტში.

 

თუ:

  • იცნობ ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის პრინციპებს;
  • ხარ მოტივირებული, ენერგიული, მიზანდასახული, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი;
  • ფლობ ანალიტიკურ უნარებს;
  • შეგიძლია დეტალებზე ორიენტაცია

 

და გაინტერესებს:

  • საცალო გაყიდვების სფეროს და ლოგისტიკის საქმიანობა;
  • ოპერაციების და პროცესების მიმართულებით პროექტებში ჩართვა;
  • მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვა;
  • მარაგების მართვა და ანალიზი;
  • ოპერაციების მართვის მიმართულებით გამოცდილების მიღება და გაღრმავება

 

მაშინ ჩვენი სტაჟირების პროგრამა სწორედ შენთვისაა! და რაც მნიშვნელოვანია - სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებ საქმიანობა გააგრძელო ჩვენთან ლოგისტიკის დეპარტამენტში

 

დამატებითი ინფორმაცია:

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

ანაზღაურება: 500 ლარი

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: HR@orinabiji.ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი - ლოგისტიკის დეპარტამენტში

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 დეკემბერი, 2022 წელი

 

ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!