Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.



"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.



"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

 

ჩვენს გუნდში ვეძებთ დროებით/ სარეზერვო თანამშრომლებს ქოლ-ცენტრისა და კონტენტის სპეციალისტის პოზიციაზე!

 

სამუშაო გრაფიკი:  10:00-19:00

ანაზღაურება ნამუშევარი დღეების პროპორციულად:

დღიური ანაზღაურება ნახევარ განაკვეთზე (4 საათი) – 20 ლარი

დღიური ანაზღაურება სრულ განაკვეთზე (8 საათი) – 40 ლარი

სამუშაო ადგილი: ნუცუბიძის 129ა

 

დროებით/ სარეზერვო თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება:

** შეისწავლოს სატელეფონო მომსახურების სტანდარტები;

** გაეცნოს კონტენტის მართვის ტექნიკებს;

** ჩაერთოს რეალურ სამუშაო პროცესში და გამოიმუშაოს პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, პრიორიტეტების დასახვის, გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები;

** მიიღოს ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების გამოცდილება.

 

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;

** ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;

** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;

** საიტზე განთავსებული კონტენტის გადამოწმება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;

** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია;

** საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.