Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

ჩვენი ბრენდებია: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

 

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დაგეგმარების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14; (მოსკოვის გამზირის ბოლოს)

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00 – 19:00სთ

შესაძლებელია შეთანხმებისამებრ დისტანციურად მუშაობა.

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი

 

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • ანალიტიკური ფაილების აწყობა და დამუშავება;
  • ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
  • ანალიზის საფუძველზე გადაზიდვების დაგეგმვა და კონტროლი;
  • გაყიდვებისა და გადაზიდვების ინფორმაციის დამუშავება;
  • შეკვეთების ფორმირება;
  • დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებში ანალიტიკური კუთხით აქტიური ჩართულობა;
  • პრეზენტაციების მომზადება;
  • ERP პროგრამაში მუშაობა:

 

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/და ლოჯისტიკის/ოპერაციების მიმართულებით  მუშაობის  2 წლიანი გამოცდილება;
  • Advanced Excel - ექსელთან მუშაობის გამოცდილება, ფაილების ავტომატიზაციისთვის საჭირო უნარები და ტექნიკური დეტალების ცოდნა;
  • მონაცემთა შეგროვება/დამუშავება, ანალიზის გაკეთების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • ქართული და რუსული ან ინგლისური ენების საქმიანი მიმოწერის საწარმოებლად და ზეპირი ურთიერთობისათვის საკმარის დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება, ტექნიკური, ფინანსების (ეკონომიკა, ანალიტიკა, მათემატიკა)  მიმართულებით;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას

 

როგორ დაგვიკავშირდეთ:

  • თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს დაგვიკავშირდით მეილით: tbs.work@ids-borjomi.com  (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “დაგეგმარების სპეციალისტი”.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

 

შერჩევის ეტაპები:

  • ტესტირება ექსელში
  • შეხვედრა ეიჩართან და ამყვან ხელმძღვანელთან
  • შეხვედრა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:

https://www.ids-borjomi.ge/