Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თუ გსურთ რომ წარმატებულად დაიწყოთ კარიერა, მაშინ ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა!

 

ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და გაძლევთ შესაძლებლობას, რომ გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს. 



ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2006 წლიდან, ემსახურება სხვადასხვა ქართულ, და საერთაშორისო კომპანიებს. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ვებ-გვერდი (საქართველო, ყაზახეთი), კადრების შერჩევა და აუთსტაფინგი.

 

გთხოვთ, ყურადღებით გადახედოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

 


ძირითადი მოვალეობები:

  • მიმღების მაგიდასთან სამუშაო საათებში მუდმივად ადგილზე ყოფნა
  • ვიზიტორების მიღება და შესაბამისად გადამისამართება
  • შეხვედრების მხარდაჭერა
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის გაგზავნა, მიღება
  • შესყიდვების ადმინისტრირება
  • სერვის პროვაიდერ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია



მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე), ინგლისური (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე);



პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული



სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას "გაგზავნე CV" ღილაკის მეშვეობით.

 

გისურვებთ წარმატებებს!