Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.

 

Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

 

Nexia TA აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა, სერვისების გაცნობა და შეთავაზება;

• ბაზების მართვა და განახლება;

• მეილების მართვა;

• შეხვედრების ორგანიზება.

 

მოთხოვნები:

• კომუნიკაციის კარგი უნარი;

• საოფისე პროგრამების ცოდნა;

• სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;

• გუნდური მუშაობის უნარი. 

 

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (უნივერისტეტთან შეთავსებით)
  • სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით".

 

გისურვებთ წარმატებებს!