Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

AMOSA ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც უვე რამდენიმე წელია აცნობს ქართულ ღვინოს ევროკავშირის ქვეყნებს. წელს AMOSA ქართულ ბაზარზე შემოდის და იწყებს მუშაობას თანამედროვე ქართული ღვინის სმის კულტურის შესაქმნელად.

 

პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი: სრული

პოზიციის აღწერა: AMOSA ეძებს მარკეტინგის მენეჯერს, ვინც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ჩვენთან ერთად შექმნის სოციუმს ამ ღირებულებების გარშემო.

 

ჩვენი მიზნებია:

  • შევქმნათ თანამედროვე ქართული ღვინის იდენტობა
  • დავამკვიდროთ ღვინის სმის ახალი კულტურა: ჭიქა ღვინო, ნებისმიერ სიტუაციაში
  • შევცვალოთ დამკვიდრებული სტერეოტიპები ღვინის გარშემო
  • ვაქციოთ ქართული ღვინო ახალგაზრდების სასმელად
  • შევინარჩუნოთ ქართულ ღვინოში ავთენტურობა და რეალური ღირებულებები

 

ჩვენ გეძებთ შენ, თუ შეგიძლია:

  • აქციო იდეები რეალობად
  • გადათარგმნო იდეა სამუშაო გეგმად
  • სწორად შეაფასო საჭირო რესურსები
  • მართო რამდენიმე პროცესი ერთდროულად
  • მართო რამდენიმე ჩართული მხარის აქტივობა
  • უზრუნველყო პროცესების დროული მიმდინარეობა
  • შექმნა და დაამუშავო კრეატიული კონტენტი
  • შეკრა მარკეტინგული კამპანია და შექმნა რაღაც ახალი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ციფრული სამყაროს შეგრძნება
  • საერთაშორისო მარკეტინგული ტრენდების ცოდნა
  • სასურველია საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილება

 

თუ თვლი რომ ეს სამუშაო შენთვისაა, გამოაგზავნე შენი რეზიუმე ჩვენთან: cheers@amosa.wine

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31.12.2022