Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირებას თანამშრომელთა სერვისების და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახურში.

 

სტაჟირების პროგრამა მოიცავს:

თანამშრომლების დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა და უზრუნველყოფა;

ფოსტით მოსული დოკუმენტების ადმინისტრირება;

დოკუმენტების დაარქივების უზრუნველყოფა;

HR სისტემაში წინასწარ განსაზღვრული დავალებების მართვა.

 

სასურველი კანდიდატის პროფაილი:

ვეძებთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ, კანდიდატს, რომელი:

·      ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.

·      მოტივირებულია და აქვს მზაობა აქტიურად ჩაერთოს თანამშრომელთა ადმინისტრიტრაციული სერვისების პროცესებში;

·      შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება და მართვა;

·      აქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 31 იანვარი, 2023.