Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია ბიდიო აცხადებს ვაკანსიას SAP Business One-ის განყოფილებაში სტაჟიორის პოზიციაზე

 

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO -ს შვილობილი კომპანია.  BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს. 
BDO Digital -ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

 

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის. 

 

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით. 


ადგილმდებარეობა    ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი


ვაკანსიის დასახელება    სტაჟიორი SAP Business One-ის განყოფილებაში

 

ხანგრძლივობა    6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში


სამუშაო საათები    სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 სთ 

 

ფუნქცია/მოვალეობები

•    პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობების/ფუნქციონალის შესწავლა, კომპეტენციის უწყვეტი განვითარება
•    მომხმარებლების პროცესების შესწავლა და ოპტიმალური პროგრამული გადაწყვეტის გზების პოვნა
•    პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება, განვითარების ამოცანების ჩამოყალიბება 
•    პროგრამული გადაწყვეტილების ტესტირება და განვითარების საკითხების იდენტიფიცირება
•    სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება 
•    სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა

 

მოთხოვნები:

•    განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები)
•    სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
•    ინგლისური ენის  ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
•    MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა 
•    ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
•    გუნდურად მუშაობის უნარი
•    ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

 

I ტესტირება 
II გასაუბრება

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი-SAP Business One-ის განყოფილებაში. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.11.2020

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.