Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია.

 

ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

 

თუ გაინტერესებს გამოწვევები, სიახლეები, ხარ მოქნილი ცვლილებების მიმართ და გაინტერესებს განვითარება, "ოპპა" გთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას  HR განყოფილებაში
 

სამუშაო ადგილი:  თბილისი, ყაზბეგის 15

პოზიციის მიზანი: HR განყოფილების ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერა

 

რას გააკეთებ:

  • დააკვირდები და ჩაერთვები HR განყოფილებაში მიმდინარე პროცესებში;
  • უზრუნველყოფ ხელშეკრულებების და ბრძანებების მომზადების/განახლების პროცესის მხარდაჭერას;
  • ისწავლი HR ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადებას;

 

სასურველია გქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ან იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

 

პიროვნული უნარები:

  • ყურადღებიანობა;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის წევრი;
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

 

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.