Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“ ეძებს შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების მქონე თანამშრომელს მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება მოტივირებულ და განვითარებაზე ორინეტირებულ გუნდს საუკეთესო შედეგების მიღწევის პროცესში. როგორც ანალიტიკოსი, შენ მიიღებ მონაწილეობას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს პროექტებში, სადაც შენი მთავარი ამოცანა იქნება კვლევითი პროექტების მართვა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.

 

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს მეგობრულ, მხარდამჭერ გარემოში მნიშნელოვანი საქმეების კეთების დიდი მოტივაცია. მისი ერთ-ერთი მთავარი უნარი უნდა იყოს მონაცემების „ალაპარაკება“ - უნდა შეეძლოს როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მონაცემებიდან ინსაიტებისა და დასკვნების გაკეთება.

 

რისი გაკეთება მოგიწევს

  • თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების სრული ციკლის მართვა;
  • კლიენტთან კომუნიკაცია პროექტის ყველა ეტაპზე;
  • კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარი, გაიდი) შემუშავება კვლევის მიზნებიდან გამომდინარე;
  • მონაცემების სტატისტიკური დამუშავების სტრატეგიის და ინსტრუქციების შემუშავება და კომუნიცირება გუნდის წევრებთან;
  • ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარება ან/და ფოკუს ჯგუფების მოდერაცია;
  • კვლევის მონაცემების ანალიზი, ანალიტიკური და გრაფიკული ანგარიშის მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;
  • კვლევის შედეგების პრეზენტაცია დამკვეთთან.

 

რა ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდება?

  • მარკეტინგი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია ან ბიზნეს ადმინისტრირება (BA)
  • კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა
  • სტატისტიკური ანალიზის კონცეფციების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2)
  • რუსული ენის ცოდნა (B1)
  • პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კვლევების ან ანალიტიკის მიმართულებით

 

რა უნარები დაგეხმარება შენი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?

  • ანალიტიკური აზროვნება
  • პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი
  • მონაცემთა ანალიზის უნარი
  • ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ზურაბ ანჯაფარიძის შესახვევი 4

 

ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.

 

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com

 

დაინტერესების შემთხვევაში  გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2023 წლის 5 ივნისის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

გისურვებ წარმატებას!