Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური  ბოთლერი საქართველოში, აცხადებს  ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების მიზნით.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თ. ჩანტლაძის ქ.23.

 

კომპანიის შესახებ:

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „ Max Power-ის „ და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

 

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ძირითადი მოვალეობები:

•           ნედლეულსა/სერვისების შესყიდვაზე  სწორი პრიორიტეტების დასახვაში მონაწილეობის მიღება. 

•           შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების წარმოებაში მონაწილეობის მიღება  და მათი შესაბამისი ადმინისტრაცია;

•           შეკვეთილი მატერიალების/სერვისების დროულ მოწოდებაში მონაწილეობის მიღება  შიდა მომხმარებლებისთვის/კომპანიისთვის;

•           შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის სრული ციკლის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;

•           შესყიდვების  ყოველდღიური რეჟიმის კონტროლში ჩართულობა, კომუნიკაციის წარმოებაში ჩართულობა შიდა მომხმარებლებთან, გარე მომწოდებლებთან/კლიენტებთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

•           უმაღლესი განათლება;

•           ექსელის სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

•           ინგლისური - B2  დონეზე ფლობა;

•           მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და აქტიურობა;

•           გუნდური მუშაობის უნარი და მოლაპარაკების წარმართვის უნარი/კომუნიკაციის სწორი ტექნიკების გამოყენების უნარი.

 

ანაზღაურება და შეღავათები

•           სტაჟირების ანაზღაურება - 500 ლარი

•           შესაძლებლობა გაიზარდოს  "Iberia Refreshments - Pepsi Georgia - ს" მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;

•           ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ისნის მეტროდან;

•           კორპორატიული SIM ბარათი;

 

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე:  hr@pepsi.ge  პოზიციის დასახელება „ სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში“  უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.