სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ვაკანსიას
- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორის პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო -1000 ლარი (დარიცხული)
ფუნქციები :
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო
- მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური
- რეგისტრაციის წარმოება;
- სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ
- და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება;
- უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე
- უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
- სხვადასხვა უწყებებთან და სამსახურებთან ურთიერთობა, მათგან სარეგისტრაციო განაცხადთან
- დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა;
- შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა ან/და განხილვის შედეგად სარეგისტრაციო
- განაცხადის მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისთვის სატელეფონო
- კონსულტაციის გაწევა.
მოთხოვნები:
- IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი/მაგისტრი იურიდიული მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
• გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
• შედეგზე ორიენტაცია;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
• დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
• საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
• საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო რეესტრის
შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
• საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის
გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების" დამტკიცების შესახებ;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანება „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
კონკურსის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება
გასაუბრების ეტაპზე დაიშვებიან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და
კურსდამთავრებულები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@napr.gov.ge 2021 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქონების რეგისტრაციის
დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში
თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.