Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი
    მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.

    ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
     კლიენტის  ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლა კომპანიის მეთოდოლოგიის
    შესაბამისად;
     აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის
    შექმნაში მონაწილეობის მიღება;
     აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
     აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
     დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში
    მონაწილეობის მიღება;
     მენეჯერის/უფროსი აუდიტორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა
    დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
     კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
     მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
     უმაღლესი განათლება;
     ქართული და ინგლისური, რუსული სასურველია საბაზისო დონეზე;
     საოფისე პროგრამები  (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა საშუალო დონეზე)
     აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტებში საბაზისო ცოდნა;
     ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და
    ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ძირითადი პრინციპების გააზრებულად გამოყენება;
     ანალიტიკური აზროვნება;
     ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
     გუნდური მუშაობა;
     კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
     ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.
    დამატებითი ინფორმაცია:

     სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
     სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
     ანაზღაურება: შეთანხმებით
     ვაკანტური პოზიცია: 1
     სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრი)

    დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
     Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ
    სამუშაო გარემო-პირობებს;
     კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
     კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
     თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც
    თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ
    თქვენი ცოდნა;
     პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
     სამედიცინო დაზღვევას;
     სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

    დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
    მისამართზე: career@ecovis.ge.
    ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
    კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge