Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისი, საქართველო

 

სრული განაკვეთი

 

მდებარეობა: სათავო ოფისი

 

ცენტრი: სათავო

 

სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო დღე

 

კომპანიის აღწერა

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

 

სამუშაოს აღწერა

მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, თიბისის კვლევის გუნდში ვეძებთ მკვლევარს.

 

სამუშაოს აღწერა

  • დაკვირვების წარმოება წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით;
  • კითხვარის შევსება;
  • განსაზღვრავ და გაზომავ საუკეთესო გამოცდილების მახასიათებლებს; 
  • გამოავლენ მომსახურებაში არსებულ ხარვეზებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებს; 

 

ვის ვეძებთ:

  • თუ გაინტერესებს კვლევითი საქმიანობა;
  • ფლობ ქართულ ენას სრულყოფილად;
  • ხარ ენერგიული, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული;

 

კვალიფიკაცია

სასურველია  გქონდეს:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ორგანიზებულობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • საბანკო მომსახურების სპეციფიკის ცოდნა ( ჩაითველა უპირატესობად)

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული