Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აცხადებს შერჩევას ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.



სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის ქ. 142

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე


ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტლური და წლიური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; 
  • სხვადასხვა მონაცემების დამუშავება და ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენა;  
  • მოთხოვნის შესაბამისად, ერთჯერადი რეპორტების მომზადება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის;   
  • საერთაშორისო აუდიტორებთან და სხვა კონსულტანტებთან ურთიერთობა; 
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და მისი მონიტორინგი; 
  • ყოველდღიურად შემდეგი რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი/დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება: Cashflow, კლინიკების ჭრილში Daily Revenue;
  • ყოველთვიურად შემდეგი რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი/დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება: Month Closer და Board Report, Manual Adjustment, ბიზნეს ერთეულების მიხედვით G&A, Utility და სხვა საოპერაციო შემოსავლების/ხარჯების რეპორტები, სამედიცინო (არსებული მარაგების და ხარჯების) მარაგების რეპორტი.
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სხვა რეპორტების მომზადება; 
  • Exact-დან რეპორტისთვის ინფორმაციის ამოღება და დამუშავება; 
  • ძირითადი საშუალებების რეესტრის მომზადება და Exact-ის მიერ გადათვლილი ცვეთის სისწორის შემოწმება;  
  • KPI რეპორტის მომზადების პროცესში მონაწილეობა; 
  • ჩატარებული აქტივობების მუდმივი შეფასება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • ფინანსური აღრიცხვების პრინციპების ცოდნა;
  • SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 იანვარი, 2024 წ.

 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/finansuri-reportingisa-da-analitikis-specialisti/670 

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!