Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირების შესაძლებლობა სტუდენტებისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეაში".

 

სტაჟირების დეტალები:

„სამოქალაქო იდეა“ ეძებს მოტივირებულ და კვლევითი საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ. 

 

შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტში (ინტერესის შესაბამისად); ძირითადად, იმუშავებენ უცხოური გავლენების კვლევაზე და მოამზადებენ ბლოგებს, ასევე იმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტების შედგენაზე, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების თემებზე და ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქე, ბაკალავრიატის მე-4 საფეხურის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებს - საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, გარემოსმცოდნეობის/ეკოლოგიის, სამართლის ან სხვა მომიჯნავე ფაკულტეტებიდან.

 

მოთხოვნები:

  • ინგლისური - C1, ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კვლევითი საქმიანობის გამოცდილება და მაღალი ინტერესი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი. 

 

 სტაჟირების ვადა - 4 თვე (1 თებერვალი - 1 ივნისი), შემდგომ დასაქმების პერსპექტივით. კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 სტაჟიორი.

 

დაინტერესებულმა პირებმა, 22 იანვრის ჩათვლით, გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა და რა მოლოდინები გაქვთ სტაჟირებიდან (ინგლისურ ენაზე) შემდეგ მისამართზე: info@virtualdemacademy.com. გთხოვთ, მეილის საგანში მიუთითეთ - სტაჟირება.

 

სტაჟირების შესახებ:

 https://www.facebook.com/GeorgianCivicIDEA/posts/pfbid09ZY5frYRkduhztntHGwwwvFf2t6GK1DJd31pkUERMKPR5TRFrkqWcnFMtvRvDx4wl