Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციაზე. 
1991 წლიდან ქვეყნის წამყვანი სამედიცინო დაწესებულება ონკოლოგიის, რადიოლოგიის და ქირურგიის რიგ მიმართულებებში, სადაც მუშაობენ მრავალწლიანი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმები, რომლებსაც კლინიკაუქმნის მულტიდისციპლინარული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრის დიპლომი ფიზიკის დარგში;
• ატომური და ბირთვული ფიზიკის, ასევე სამედიცინო ინჟინერიის პროფილს მაგისტრატურის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ენიჭებათ უპირატესობა;
• პრიორიტეტულია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

• მაიონიზირებელი გამოსხივების მქონე სამედიცინო აპარატურის თეორიული და გარკვეულწილად პრაქტიკული ასპექტების ცოდნა; 
 აპარატურის უსაფრთხო ექსპლუატაციის და მაიონიზირებელი გამოსხივებასთან დაკავშირებული რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტების ცოდნა;
• კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების მნიშვნელოვანი ასპექტების მაღალ დონეზე ფლობა;
• ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.


ზოგადი უნარ-ჩვევები

• გუნდური მუშაობის უნარი;
• ლოგიკურად აზროვნების უნარი;
• ხანგრძლივად კონცენტრაციის უნარი;
• ენთუზიაზმი საქმის მიმართ;
• გადაწყვეტილების დამოუკიდებლად და ოპერატიულად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge  (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).