Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება  -  სტაჟიორი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში

კონკურსის ტიპი  -   სტაჟირება

ორგანიზაცია   -  სსიპ - იუსტიციის სახლი

კატეგორია  -  საზოგადოებასთან ურთიერთობა

 

განცხადების ბოლო ვადა  -  24.01.2024

 

თანამდებობრივი სარგო:  598 ლარი

 

ადგილების რაოდენობა  2

 

სამსახურის ადგილმდებარეობა  თბილისი

 

სამუშაოს ტიპი  სრული განაკვეთი

 

ფუნქციები

• პრეს-რელიზების მომზადება;

• სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნა და განთავსება;

• სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება  -  სტუდენტი

 

საკონკურსო თემატიკა

  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობის და სერვისების შესახებ;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონკურსო კომისიის მისამართი  -  ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1

საკონტაქტო ტელეფონები  -   591 02 77 05

 

დამატებითი მოთხოვნები

• აუცილებელია კანდიდატი იყოს IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი (საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის განხრით);

• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

• სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (იგულისხმება მინიმუმ 2 საოფისე კომპიუტერული პროგრამის კარგად ფლობა). პიროვნული უნარ-ჩვევები:

• კრეატიულობა და შემოქმედებითობა

• გამართულად წერა და მეტყველება

• ეფექტური კომუნიკაცია

• გუნდური მუშაობა

• შედეგზე ორიენტირებულობა

 

დამატებითი ინფორმაცია

• აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ან ცნობა უნივერსიტეტიდან;

• კონკურსის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით.

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.

 

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა

გასაუბრება

 

დაინტერესების შემთხვევასი იხილეთ ბმული