აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ,,Loialte‘’ აცხადებს ვაკანსიას ,,ბუღალტერ სტაჟიორის ‘’ პოზიციაზე თბილისში/ბათუმში .
,,Loialte‘’ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს: https://www.loialte.com.ge/
,,Loialte‘’ პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „ლოიალტე“-ში დანერგილია ხარისხის მართვის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და
უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-სტაჟიორის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პროგრამაში გატარებების შესწავლა.
ზედნადებების და ანგარიშფაქტურების ატვირთვა.
ზედნადებების და ანგარიშფაქტურების დადასტურება.
საბანკო ოპერაციების პროგრამაში ასახვა.
ხელმძღვანელის მითითებით რეპორტინგის წარმოება.
თეორიული მასალის გაღრმავება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.
აუცილებელია კანდიდატი იყოს ფინანსური მიმართულების სპეციალობის სტუდენტი
პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.
დეტალებზე ორიენტირებულობა.
გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სტაჟირების პერიოდი : 3 თვე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 10:00-19:00.
ადგილმდებარეობა: თბილისი , გაზაფხულის ქუჩა 10ა .
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge.