BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ციფრული სერვისების ბრენდი, რომელიც აერთიანებს BDO-ს ტექნოლოგიური მომსახურებების და პროდუქტების სრულ სპექტრს. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.
BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას და აცხადებს სტაჟირებას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
აღწერა ფუნქცია/მოვალეობები:
- ERP პროგრამული პროდუქტის, ლიცენზიების და დამატებითი კომპონენტების (Driver Dll) ინსტალაციაში მონაწილეობის მიღება
- სავაჭრო მოწყობილობების აწყობა/გამართვაში ჩართულობა
- პრობლემის ტექნიკურ დიაგნოსტიკასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება
- გამოვლენილი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და დასკვნითი დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა
- ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, კლიენტებთან კომუნიკაცია სავაჭრო და მობილური მოწყობილობების შესახებ რეკომენდაციების გაცემის კუთხით
- სამუშაოების შესრულების პროცესში საპროექტო ჯგუფთან და კლიენტთან კომუნიკაციაში ჩართულობა
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT მხარდაჭერის მიმართულებით
(სასურველია სავაჭრო მოწყობილობებთან მუშაობის კუთხით) - პროგრამირების და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო დონეზე ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.02.2024