Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის N142


განსაკუთრებული მინიშნება: გათვალისწინებულია რეგიონებში მოკლევადიანი მივლინებები გუნდთან ერთად.



ძირითადი მოვალეობები:

** რეგულაციების შესწავლა და ანალიზი;
** მონიტორინგის პროცესის განხორციელება (ინტერვიუ, პროცესზე დაკვირვება, დოკუმენტაციის შესწავლა და სხვა);
** მონაცემების ტექნიკური დამუშავება;
** შედეგების შეჯამება, ანალიზი, რეპორტინგი და პრეზენტაცია;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში (სადაზღვევო კომპანია, ჰოსპიტალი), ჩამონათვალი პოზიციებიდან, რომელიმეს მსგავსი მიმართულებით: ზარალების მართვის სპეციალისტი, კლინიკური აუდიტორი, ხარისხის მართვის სპეციალისტი);
** სასურველია ნორმატიულ აქტებთან, ხელშეკრულებებთან და სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა (Excel);



პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;



განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 თებერვალი, 2024 წელი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო ხარისხისა და რეგულაციური რისკების ანალიტიკოსი".



"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.