Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა    ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება    B2B გაყიდვების  სპეციალისტი

სამუშაო საათები      სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00 – 14:00

 

ფუნქცია/მოვალეობები

  • პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა და მათთან კომუნიკაცია შემომავალი თუ გამავალი ზარების/ელ. ფოსტის მეშვეობით
  • კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება 
  • პრეზენტაციებისა თუ კომერციული წინადადების მომზადება
  • ტენდერების მონიტორინგი და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
  • CRM სისტემაში პოტენციური კლიენტების ინფორმაციის ადმინისტრირება
  • გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, შეთავაზებების და ა.შ) მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • აუცილებელია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • სასურველია B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია დოკუმენტებთან (ხელშეკრულებები, შეთავაზებები და. აშ) მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია სატენდერო წინადადებების მომზადების გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა

     

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ანალიტიკური  და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I - სატელეფონო ინტერვიუ

II - გასაუბრება

II - პრეზენტაცია

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „B2B გაყიდვების სპეციალისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.03.2024

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.