Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Sales MBA არის კომპანია „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პროექტი, რომელიც უკვე 6 წელია წარმატებით სრულდება და 2024 წლის 7 აპრილიდან იწყებს მეშვიდე ნაკადის მონაწილეების მიღებას. 

 

პროექტი განკუთვნილია 18-25 წლამდე ახალგაზრდებისთვის და მოიცავს 3 თვიან სწავლებას და დასაქმების პროგრამას.

 

კურსს სრულად აფინანსებს ,, International Sales Institute", შესაბამისად სწავლება არის უფასო. 

 

სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ კვირა დღეს. 

 

კურსზე მიიღება მხოლოდ 15 მონაწილე. 

 

და რაც მთავარია, კურსზე მოხვედრა ავტომატურად გულისხმობს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პარტნიორ კომპანიებში ანაზღაურებადი სამუშაოს დაწყებას გაყიდვების დეპარტამენტში ან სურვილის შემთხვევაში სხვა მიმართლებით. 

 

პარტნიორი კომპანიების არასრული ჩამონათვალი: ლიბერთი ბანკი, კრისტალი, ‘ემ-კვადრატი’ "თეგეტა მოტორსი" "ენთები" "ბანკები" "სოკარი"  და ა.შ. Sales MBA-ს პირველი და მეორე ნაკადის  კურსდამთავრებულები მუშაობენ წამყვან პოზიციებზე ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის: ლივინგსტონი, ორიენტლოგიკი, ჯი-არ-სი, პალიტრა და სხვა უამრავი.


პარტნიორი კომპანიების რაოდენობა არის დაახლოებით 150 მდე კომპანია. 

 

სწავლებას ექნება პრაქტიკული ტრენინგის ფორმატი და გაიმართება ყოველ კვირა დღეს  11:00 სთ-დან 17:00სთ-მდე. 

 

კურსის ძირითადი თემები: 

  • საცალო გაყიდვები 
  • კომუნიკაციის ტექნიკები 
  • საცალო გაყიდვები 
  • კორპორაციული გაყიდვები 
  • ონალინ გაყიდვები და მარკეტინგი 
  • Case study და სწავლების პრაქტიკული ნაწილი 
  • სტარტაპები და ტექნოლოგიური ინოვაციები 
  • Business English for Sales

 

ტრენერები : დავით ჩიკვაიძე (ტრენერი, ISI დამფუძვნებელი)  ანდრო დგებუაძე (ტრენერი, ფილოსოფოსი)  მანუჩარი ჩიტაიშვილი (კრისტალი მარკეტინგის ხელმძღვანელი)  ანა სიჭინავა (ტრენერი ქოუჩი ფსიქოლოგი) , თორნიკე ტურიაშვილი (კრაკენის დამფუძნებელი)  მარიკა ნებიერიძე (ტრენერი) სალომე ნაფეტვარიძე (ჯიტას პროექტების მენეჯერი) 

 

აპლიკაციის მიღების პირობები: 

  • აპლიკანტი უნდა იყოს 18-25 წლამდე.
  • მიმდინარედ არ უნდა იყოს დასაქმებული არცერთ სექტორში. 
  • უნდა ფლობდეს საკომუნიკაციო ინგლისურის მინიმალურ დონეს. 
  • საცხოვრებელ ადგილს, სასწავლებელს და აკადემიურ მოსწრებას არ აქვს მნიშვნელობა. 
  • უფროს კურსელებს მიენიჭებათ უპირატესობა.


 

გიგზავნით სარეგისტრაციო ფორმას :  https://forms.gle/a7v9ayuYkpRJzt4WA

რეზიუმეს გადმოგზავნა შესაძლებელია : info@isi.ge 

ასევე გიზიარებთ ჩვენი საიტის ბმულს:   https://isi.ge/