Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაოს აღწერილობა

შიდა კონტროლის ანალიზისა და რეპორტინგის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია არის მთელ ორგანიზაციაში დისტანციური კონტროლების გამოყენებით რისკების იდენტიფიკაციის ხელშეწყობა, რისკების პრევენციული მოდელების, რეპორტებისა და სხვა ინსტრუმენტების შემუშავების გზით.

 

ძირითადი ფუნქციები

  • საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, დიდი ზომის მონაცემების შეგროვება, მართვა და დამუშავება
  • ტრანზაქციების დისტანციური კონტროლების შემუშავება, წარმოება, მონიტორინგი და ანალიზი
  • კონტროლის ინდიკატორების (Red Flags, KRI’s) შემუშავება, ანალიზი და რეპორტინგი
  • რისკებისა და კონტროლების მეტრიკების მუდმივი განვითარება და გაუმჯობესება
  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება
  • შიდა კონტროლის გამოვლენილ ხარვეზებზე და რისკების მიტიგაციის ღონისძიებების შესრულებაზე ანგარიშგების მომზადება

 

კვალიფიკაცია

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს/ფინანსებში
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კონტროლში, ან ფინანსური ორგანიზაციის რეპორტინგში ან მონაცემთა დამუშავების მიმართულებაში
  • მონაცემთა მართვის, ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გამოცდილება
  • დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებისა და ორგანიზების უნარი
  • MS Excel და Power BI, SQL -ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა როგორც საუბარი, ასევე წერა

 

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება, ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები
  • ეფექტური დაგეგმვა და ორგანიზება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და კრიტიკული აზროვნება
  • ინიციატიურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე employment@tsu.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ანალიზისა და რეპორტინგის მენეჯერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17.03.2024