Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება  -  მენეჯერი გორის იუსტიციის სახლში

კონკურსის ტიპი   -  ღია კონკურსი

ორგანიზაცია   -  სსიპ - იუსტიციის სახლი

კატეგორია  -  მართვა/მენეჯმენტი

განცხადების ბოლო ვადა  -  03.04.2024

თანამდებობრივი სარგო:  3325 ლარი

ადგილების რაოდენობა  -  1

სამსახურის ადგილმდებარეობა  -  გორი

სამუშაოს ტიპი  -  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა  -  6 თვე

 

ფუნქციები

• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობა, საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მოკლევადიანი/გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ტერიტორიული ორგანოს საქმიანობისა და დატვირთულობის ანალიზი, საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და ინიციატივების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

• თანამშრომლების მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების, მომხმარებელთათვის მომსახურების მაღალი სტანდარტით მიწოდებისა და დისციპლინის მონიტორინგი;

• მომსახურების პროცესის შემაფერხებელი, ტექნიკური/ინფრასტრუქტურული/პროგრამული/პროცედურული ხარვეზების იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტ(ებ)ის დროული ინფორმირება;

• დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;

• თანამშრომლების კომპეტენციის მუდმივი მონიტორინგი, პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა, კომპეტენციის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების ინიცირება;

• ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლების მხრიდან, სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოქმედი მარეგულირებელი აქტების დარღვევების იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის/შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება;

• დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და უფლებამოსილი პირებისათვის გაცნობა;

• ტერიტორიული ორგანოს ახალი თანამშრომლებისათვის სწავლების პროცესის ორგანიზება, მათთვის ყველა საჭირო წესისა და პროცედურის გაცნობა, მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა, ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

• ტერიტორიული ორგანოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, დაქვემდებარებული თანამშრომლების შვებულების, შესვენებისა და სამუშაო განრიგების განსაზღვრა;

• უფლებამოსილების ფარგლებში ანგარიშებისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტებისათვის წარდგენა;

• ტერიტორიულ ორგანოში მოსული დელეგაციებისა და სტუმრების მიღება, მათთვის სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

• საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დახმარების აღმოჩენა;

• სსიპ „იუსტიციის სახლის“ მენეჯმენტის მხრიდან გაცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება  -  ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება  -  3 წელი

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული