Accelera არის პლატფორმა IT განათლების და კარიერული წინსვლისთვის, რომელიც შეიქმნა კომპიუტერული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ასოციაციის (CompTIA) და საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის (ITAG) თანამშრომლობის შედეგად და ხორციელდება კომპანია Skyhi-ს ბაზაზე.
Accelera Start - საშუალებას აძლევს ახალგაზრდა, მიზანდასახულ და მოტივირებულ ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ ცნობისმოყვარეობა და სურვილი გადადგან პირველი ნაბიჯები IT კარიერაში, უმოკლეს დროში აქციონ თავიანთი მონდომება რეალობად.
მხოლოდ 3 თვეში:
- ისწავლე
- იმუშავე
- და მიიღე ყველა საჭირო უნარი და პრაქტიკული გამოცდილება, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში შეძლო IT მხარდაჭერის განხორციელება.
Accelera - გთავაზობთ თანამედროვე, თანმიმდევრულ და პრაქტიკულ განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, წარმატებულ მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეუერთდნენ სქაიჰაის გუნდს, მიყვნენ საკუთარ მიზანზე მორგებულ კარიერული განვითარების გზას და დასაქმდნენ - IT Helpdesk-ის ან IT Support-ის პოზიციებზე.
პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებულ, კომფორტულ და მიმზიდველ გარემოში სწავლება და მუშაობა - მიმდინარეობს ინტენსიურად:
- კეთებით სწავლება რეალურ სამუშაო გარემოში - გამოცდილ მენტორებთან
- პრაქტიკული სწავლება - სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან
- ინტერაქტიული ტრენინგები და მასტერკლასები - IT ინდუსტრიის ექსპერტებთან
- დამოუკიდებელი მუშაობა - საკუთარ თავთან
Accelera - შენთვისაა თუ:
- იცი ინგლისური ენა
- თვლი, რომ ხარ მზად - გამოწვევისთვის
- და ეძებ შესაძლებლობას - გახდე კონკურენტუნარიანი IT ინდუსტრიაში.
გადადგი პირველი ნაბიჯი და დარეგისტრირდი!
გაიარე შერჩევის 3 ეტაპი:
- თვითშეფასების ჩექლისტი
- ონლაინ ტესტი
- გასაუბრება
მოიპოვე დაფინანსება და დაიწყე კარიერული განვითარება!
კურსის კონტენტზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://accelera.edu.ge/
სარეგისტრაციო ლინკი: https://tinyurl.com/37m7hmhe