Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: „შარმ ტრეიდინგი“, „სუფთა სახლი”, „GDCC”, “შაბა“, „A Logistics Company”, “VitrA” და სხვა.


კომპანიის მთავარ აქტივს წარმოადგენს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა მასშტაბური გამოწვევებისთვის, ინოვაციებისთვის და განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდი მუდმივად კომპლექტდებოდეს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ახალი რესურსით - ადამიანებით, რომლებსაც ჩვენს გუნდში მოხვედრით ექნებათ უდიდესი შესაძლებლობები ჩამოყალიბდნენ კიდევ უფრო მაღალი დონის პროფესიონალებად.

 

გაიცანით AACC უფრო ახლოს: www.aacc.ge

 

AACC  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტის პოზიციაზე.

 

რას გთავაზობთ?

  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • კომფრტულ და სასიამოვნო სამუშაო სივრცეს/გარემოს,
  • კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გუნდს,
  • შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს,
  • 6 თვიანი ანაზღაურების სტაჟირების შემდგომ ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებას,
  • დანიშვნის პერიოდიდან სიცოცხლის დაზღვევასა და სხვა ბენეფიტებს,
  • სტაჟირებისას მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ხოლო დანიშვნის შემდგომ სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (5 დღე, 9:00 – 18:00 სთ)
  • სტაჟირებისას ანაზღაურება განისაზღვრება ხელზე ასეღები თანხა 400-500 ლარის ოდენობით, ხოლო სტაჟირების შემდგომ დასაქმებისას შეგითანხმდებათ სახელფასო ბიუჯეტი.

 

ფუნქცია-მოვალეოები:

  • კომპანიის საქმიანობის გაცნობა და შესწავლა;
  • კომპანიის ბუღალტრული მიმართულების სოფტის - 1C პროგრამის შესწავლა;
  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური აღრიცხვის პროცესებში ჩართულობა (ბუღალტრული გატარებების წარმოება/სისწორის კონტროლი);
  • საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება, ბანკის ოპერაციების ბუღალტრულად დამუშავება;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
  • ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება, რაც არ სცდება მოქმედ კანონდმებლობასა და კომპანიის შიდა სამართლებრივ თუ ეთიკურ სტანდარტებს.

 

მოთხოვნები, მოლოდინები:

  • სტაჟიორს ავიყვანთ 3 ვაკანტურ პოზიციაზე;
  • ეკონომიკური, ფინანასებისა და/ან ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • დაგეგმვის უნარი - შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა და დროში სწორად გადანაწილება,
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ინგლისური ენის ფლობა;
  • რუსული ენის ფლობა.

 

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • განვიტარებაზე ორიენტირებული

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ  რეზიუმე (CV)  შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ანაზღაურებადი სტაჟირება“