Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნაგულისხმევი

  • თბილისი, საქართველო
  • სრული განაკვეთი

 

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

 

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

 

სამუშაოს აღწერილობა

გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილებაში ვეძებთ ენერგოეფექტურობისა და მწვანე ტექნოლოგიების დამწყებ სპეციალისტს. შერჩეული კანდიდატი გაივლის ინტენსიურ პროგრამას საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალიზებული ექსპერტების ჩართულობით. პროგრამის მიზანია, რომ ბანკში შეიქმნას ენერგოეფექტურობისა და მწვანე ტექნოლოგიების მიმართულება, რომელიც პასუხისმგებელია ბანკში ენერგოეფექტურობისა და მწვანე ტექნოლოგიების ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაზე: ეს მოიცავს კომპანიისა და მისი მომხმარებლების ენერგეტიკული აუდიტის ჩატარებას, დაფინანსების პროდუქტებისთვის ახალი ტექნოლოგიების შეფასებას და ენერგიის დაზოგვის გეგმების შემუშავებას და მართვას, თანამშრომლებისა და მომხმარებლების განათლებასა და ჩართვას ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიზნით

 

ფუნქციები:

  • ენერგოეფექტურობისა და მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების მუდმივად გაცნობა, კომპანიის შიგნით გაზიარება და თიბისის საქმიანობაში პროაქტიკულად დანერგვა
  • ახალი ენერგოეფექტური და მწვანე ტექნოლოგიების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა დაფინანსების პროდუქტებში დანერგვის მიზნით.
  • ენერგოეფექტურობის სფეროში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობისა და რეგულაციების/სტანდარტების რეგულარული გაცნობა და ამ რეგულაციებთან კომპანიის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

კვალიფიკაცია

  • ბაკალავრის ხარისხი ენერგეტიკის ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში (ინჟინერია, ეკონომიკა, ფიზიკა, მდგრადი განვითარება ან სხვა დაახლოებულ სფეროები).
  • საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა ენერგოეფექტურობის სფეროში
  • საბაზისო ცოდნა და უნარები სხვადასხვა პროდუქტის (შენობები, სამშენებლო მასალები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ა.შ) ენერგოეფექტურობისა  და ტექნოლოგიების „სიმწვანის“ დასადგენად/შესაფასებლად
  • ენერგოეფექტურობის სფეროში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობისა და რეგულაციების/სტანდარტების ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი, როგორც კომპანიის შიდა, ისე გარე მხარეებთან
  • ინგლისური ენის კარგად ფლობა
  • საქმიანობისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფებთან მუშაობის უნარები
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ენერგოეფექტურობის ან  სხვა რელევანტურ სფეროში

 

შემტხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე employment@tsu.ge