Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისი, საქართველო

სტაჟირება

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

 

კომპანიის აღწერა

თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის შეუცვლელი ნაწილია. 

 

ჩვენი მრავალფეროვანი მომსახურება მოიცავს როგორც ციფრულ, ისე - ფიზიკურ სივრცეს. თიბისის თითოეული პროდუქტი გათვლილია მომხმარებლის თანამედროვე საჭიროებებზე.

 

ჩვენი მისიაა გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.

 

სამუშაოს აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია საცალო სესხების ბიზნესის განვითარებაზე და მათ ფასდადებაზე.

 

შენ, როგორც სტაჟიორი:

  • ჩაერთვები საცალო პროდუქტების ფასების დელეგირებაში
  • ჩაერთვები შედეგების გენერირებასა და კომუნიკაციაში
  • მონაწილეობას მიიღებ სხვადასხვა ქმედებაში, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის სტრატეგიული ბიზნეს ამოცანების შესრულებას

 

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ხარ დინამიური და გსურთ ასეთივე გარემოში მუშაობა;
  • გიყვარს დეტალების ანალიზი;
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული, ამასთანავე შეგიძლია მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა და პროცესის მართვა.
  • ხარ გუნდის ძლიერი მოთამაშე და ამასთანავე იღებ ინიციატივას, ლიდერობა გამოგდის. ხარ თავდაჯერებული კომუნიკატორი.
  • გაქვს უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • ფლობ MS Office პროგრამებს (MS Excel/Word/PowerPoint)

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;



დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული