Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა  -  ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება   -  დებიტორული დავალიანების მართვის სპეციალისტი

სამუშაო საათები  -  სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00-14:00

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კომპანიის კლიენტების დავალიანების კონტროლი შესაბამის პროგრამაში და  შესაბამისი პირების ინფორმირება
  • კლიენტებთან კომუნიკაცია დავალიანებების დაფარვასთან დაკავშირებით
  • დებიტორების შესახებ პერიოდული რეპორტების მომზადება
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია სააღრიცხვო პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი, ზეპირი კომუნიკაცია)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS PowerPoint)

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ანალიტიკური  და ლოგიკური აზროვნების უნარი

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: PeopleForce

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 07.05.2024

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.