Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
(CCIIR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,ტოლერანტობის,
სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA)
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG),
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით,
აცხადებს სტაჟირების პროგრამას კერძო და არასამთავრობო სექტორში
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის.


 პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი
ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, სამოქალაქო და
სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი
სამუშაო კომპეტენციების და უნარების განვითარება;
 სტაჟირების პროგრამა საბოლოო დასაქმებას არ ითვალისწინებს. სტაჟირების
სავარაუდო ხანგრძლივობა მოიცავს 1-2 თვეს და დამოკიდებულია კანდიდატის
და მიმღები კომპანიის შეთანხმებაზე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და
ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან თანამშრომლობით.
 სტაჟირება ითვალისწინებს დასაქმების პერიოდში ტრანსპორტირებისა და
საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ანაზღაურებას.
 დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო
წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე:
cciir.info@gmail.com
 წინამდებარე დოკუმენტში იხილავთ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში
არსებული ვაკანტური პოზიციების მოკლე აღწერასა და მიმღები ორგანიზაციის
შესახებ ინფორმაციას.
 კონკრეტულ პოზიციაზე ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში მეილის სათაურში
(Subject line) უნდა მიეთითოს პოზიციისა და მიმღები ორგანიზაციის დასახელება.
 წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ, CCIIR-ის გუნდის
წევრების მიერ მოხდება სტაჟირების მონაწილეების შერჩევა, რის შემდეგაც
დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს. საბოლოო შერჩევა მოხდება
(გასაუბრება კანდიდატთან) სტაჟიორის მიმღები კომპანიის წარმომადგენლების
მიერ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების
ცენტრთან თანამშრომლობით.
 გამოცხადებულ პოზიციებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 მარტი, 2021

 

ვაკანსია #1 ბუღალტრის თანაშემწე ( 2 ვაკანტური ადგილი) - სააქციო საზოგადოება
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance


პოზიციის დასახელება და მოკლე აღწერა: საკრედიტო ოფიცერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული, ბოლნისი
სამუშაო გრაფიკი: 9:30 – 17:30 ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, შაბათს 10:00- 14:00
(სტუდენტების შემთხვევაში ხდება მათთვის მორგებული გრაფიკის შეთანხმება)
ძირითადი მოვალეობები: კომპანიის საკრედიტო პროდუქტები და შესაბამისი
პროცედურები; ეფექტური გაყიდვები და მომსახურება; ბიზნეს ანალიზი და რისკების
შეფასება; საკრედიტო პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მცირე სამუშაო გამოცდილება (გარე
გაყიდვების აგენტად, წარმომადგენლად ან დისტრიბუტორად); ანალიტიკური და
კრიტიკული აზროვნება, კომუნაკაბელურობა; კომპიუტერული პროგრამების
მომხმარებლის დონეზე ცოდნა; სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების
ცოდნა.
განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
(სასურველია მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის, ან ფინანსების მიმართულებით)
დამატებითი მოთხოვნა: 1. აღნიშნულ სტაჟირებაზე შეგვიძლია მივიღოთ 2 სტუდენტი. 1
სტუდენტი მარნეულის და 1 სტუდენტი ბოლნისის სერვის ცენტრში.

ვაკანსია #2 ბუღალტრის თანაშემწე ( 2 ვაკანტური ადგილი) – „ბიზნესინკუბატორი“,
ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია;


პოზიციის დასახელება და მოკლე აღწერა: ბუღალტრის თანაშემწე / 2 სტაჟიორი /
სტაჟიორი ორგანიზაციაში მუშაობისას მონაწილეობას მიიღებს საბუღალტრო საქმის
წარმოებაში, გაეცნობა საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის სპეციფიკასა და
საგადასახადო კოდექსს. მონაწილეობას მიიღებს ანგარიშგებისა და ბალანსის შედგენაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი გუგუნავას 1
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 სამუშაო დღე, სტაჟიორთან შეთანხმებით, მისთვის
სასურველი და თავისუფალი დროების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები: ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ორგანიზებულობა და მაღალი მოტივაცია.
განათლება: ფინანსების ან საბუღალტრო აღრიცხვების მიმართულებით.

ვაკანსია #3. საქმისმწარმოებელი (2 ვაკანტური ადგილი)-„ბიზნესინკუბატორი“,
ასოციაციამშვიდობიანი და საქმიანი კავკასია

პოზიციის დასახელება და მოკლე აღწერა: სტაჟიორი საოფისე საქმისწარმოების
კუთხით (2 ვაკანტური ადგილი) და ისინი სტაჟირების პერიოდში აქტიურად
ჩაერთვებიან ორგანიზაციის საქმიანობაში .
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი, გუგუნავას ქ.#1
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი იქნება სტაჟიორთან შეთანხმებით, მისთვის
სასურველი გრაფიკის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები: საოფისე საქმიანობები, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
, დოკუმენტაციის მომზადების საკითხებში თანამშრომლობა დაწესებულების
სტრუქტურულ ერთეულებთან. დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების
წესის დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის კარგად ცოდნა; სასურველია რუსული
და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
განათლება: უმაღლესი განათლება , ან შეიძლება იყოს სტუდენტი.
დამატებითი მოთხოვნა: სტაჟიორი უნდა იყოს კომუნიკაბელური, აქტიური,
პოზიტიური და შეეძლოს გუნდურად მუშაობა ორგანიზაციის თანამშრომლებთან
ერთად.
მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: „ბიზნესინკუბატორი“, ასოციაცია
მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია -ს (ამსკ ) და მთავრობის ერთობლივი ინიციატივაა.
ორგანიზაციას გააჩია 2 მთავარი მისია: 1.კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია-
მოგვარების ხელშეწყობა, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში; 2. საზოგადოების
მოწყვლად ნაწილში უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება. „ბიზნესინკუბატორი“-ს
და ამსკ-ს მთავარი მიზანია, ხელი შეუწყონ იმერეთში და სხვა რეგიონებში საარსებო
წყაროების შექმნის მსურველ, სათანადო განათლების და უნარების მქონე სამუშაოს
მაძიებელი ახალგაზრდების დასაქმებას, უმუშევრობის, სიღარიბის და უთანასწორობის
შემცირებას, შიმშილის აღმოფხვრას, ადამიანებისათვის ჯანსაღი ცხოვრებისა და
კეთილდღეობის უზრუნველყოფას; აქტიურად მონაწილეობენ გარემოს

დაბინძურების, კლიმატის ცვლილების და ტყეების განადგურების შეჩერების
ღონისძიებებში. ეს სრულ თანხვედრაშია 2030 წლამდე გაეროს მდგრადი განვითარების
გლობალურ მიზნებთან. მათ მიერ, პარტნიორობით განხორციელებულია 40-ზე მეტი
სამშვიდობო და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების პროექტი. უმეტესი მათგანი
კონფლიქტების პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშემწყობი იყო. ამოცანა იყო და
არის აფხაზეთიდან/სამხრეთ ოსეთიდან წამოსულ, სამედიცინო მომსახურებასთან
დაკავშირებულ, ყოველდღიურად მზარდ მომართვებზე დროული რეაგირება,
ავადმყოფებისათვის აუცილებელი კვალიფიციური სამედიცინო სერვისების მიწოდების
მხარდაჭერა და ამ გზით ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ნდობის ამაღლების,
მხარეთა დაახლოების, ომის სინდრომისა და მტრის ხატის მოშლის, კონფლიქტებით
დაყოფილ თემებს შორის ჰუმანიტარული და სოციალურ–ეკონომიკური კავშირების
განვითარების ხელშეწყობა. დაგეგმილია სტაჟირებისთვის გამოიყენებულ იქნეს
თანამედროვე სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურები (სმარტაეროპონიქსები) და
კლიმატის ცვლილებების შემაკავებელი, გარემოდაცვითი, აგრარული ბიზნესის
სხვადასხვა სფეროში ეფექტურად მოქმედი ეკოტექნიკა. ბიზნესინკუბატორის
სტრატეგიული ამოცანაა, ყოველწლიურად მოამზადოს არანაკლებ 100, 3-6თვიანი
სტაჟირებაგავლილი საკუთარი საარსებო წყაროს სტარტაპშექმნილი ახალგაზრდა, მათი
მეშვეობით კი დაასაქმოს სამუშაოს მაძიებელი.უახლოეს პერსპექტივაში
„ბიზნესინკუბატორი“ უნდა კი იქცეს ქუთაისში დუალური სწავლებისთვის მიმზიდველ
ბაზად. ბიზნესინკუბატორი და ამსკ თავიანთ ბენეფიციარებზე მდგრადი საარსებო
წყაროების შექმნამდე ზრუნავს.