Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანაზღაურებადი სტაჟირება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი

სტუდენტებისათვის

 სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
(CCIIR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,ტოლერანტობის,
სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA)
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG),
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით,
აცხადებს სტაჟირების პროგრამას კერძო და არასამთავრობო სექტორში
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის.

 პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი
ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, სამოქალაქო და
სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი
სამუშაო კომპეტენციების და უნარების განვითარება;
 სტაჟირების პროგრამა საბოლოო დასაქმებას არ ითვალისწინებს. სტაჟირების
სავარაუდო ხანგრძლივობა მოიცავს 1-2 თვეს და დამოკიდებულია კანდიდატის
და მიმღები კომპანიის შეთანხმებაზე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და
ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან თანამშრომლობით.
 სტაჟირება ითვალისწინებს დასაქმების პერიოდში ტრანსპორტირებისა და
საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ანაზღაურებას.
 დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო
წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე:
cciir.info@gmail.com
 წინამდებარე დოკუმენტში იხილავთ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში
არსებული ვაკანტური პოზიციების მოკლე აღწერასა და მიმღები ორგანიზაციის
შესახებ ინფორმაციას.
 კონკრეტულ პოზიციაზე ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში მეილის სათაურში
(Subject line) უნდა მიეთითოს პოზიციისა და მიმღები ორგანიზაციის დასახელება.
 წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ, CCIIR-ის გუნდის
წევრების მიერ მოხდება სტაჟირების მონაწილეების შერჩევა, რის შემდეგაც
დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს. საბოლოო შერჩევა მოხდება
(გასაუბრება კანდიდატთან) სტაჟიორის მიმღები კომპანიის წარმომადგენლების
მიერ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების
ცენტრთან თანამშრომლობით.
 გამოცხადებულ პოზიციებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 მარტი, 2021  

ვაკანსია #1. ტუროპერატორი, ტურაგენტი (3 ვაკანტური ადგილი)- ტურისტული
კომპანია შპს. „ოლ ინ ჯორჯია“.

მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: შპს ტურისტული კომპანია ,,ოლ ინ ჯორჯია’’
მჭიდროდ თანამშრომლობს ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასია“–სთან (ამსკ)
და „ბიზნესინკუბატორ“–თან. შპს ტურისტული კომპანია ,,ოლ ინ ჯორჯია’’
ორიენტირებულია, რომ ტურიზმის სპეციალობის დამამთვარებელი კურსის
სტუდენტები და კურსდამთავრებულები დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
კომპანიაში ვაწარმოებთ ტურისტული ბაზრის კვლევას, ტურისტული პროდუქტის
(ტურების) პროექტირებას, ფორმირებას. კვლევები ადასტურებს, რომ ტურისტული
ბაზარი ამ ეტაპზე ითხოვს გიდ-ეკსკურსია-მძღოლებს, სასტუმრო საქმის სპეციალისტებს
და სერვისის მიმწოდებლებს, მათ მომზადებაში ჩართულნი არიან აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
ტურისტული კომპანია მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის
ცენტრის დაგეგმილ ღონისძიებებში , როგორიცაა: ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში,
ეროვნულ კონფერენციებში. სატელევიზიო გადაცემებსა და სხვა ღონისძიებებში. ჩვენს
მიერ პროექტირებულია რომანტიკული ტური ქუთაისში, სამეფო ტური და სხვა.
პოზიციის დასახელება და მოკლე აღწერა:
შპს ტურისტული კომპანია „ოლ ინ ჯორჯია“ შესძლებს 3 სტაჟიორის მიღებას შემდეგ
პოზიციებზე: ტუროპერატორი, ტურაგენტი. აღნიშნულ პოზიციებზე ახალგაზრდები
დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს, ისწავლიან ტურისტული პროდუქტის
(ტურების) პროექტირებას, ფორმირებას. აგრეთვე მათი ცნობიერება ამაღლდება
ტურისტული ბაზრის კვლევის საკითხებში.
 სამუშაოს ადგილმდებარეობა:
 ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა №1
 სამუშაო გრაფიკი:
 არანორმირებული (სტაჟიორთან შეთანხმებით დაზუსტდება თაიმლაინი), დრო
გადანაწილდება ოპტიმალურად.
 ძირითადი მოვალეობები:
 კონკურენტუნარიანი/ინოვაციური ტურისტული პროდუქტების ფორმირება
როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად. აგრეთვე
მათთან ხელშეკრულებების გაფორმება.
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე მაინც.
 განათლება:

 სასურველია უმაღლესი/ არასრული უმაღლესი განათლება ტურიზმის
სპეციალობით.
 დამატებითი მოთხოვნა:
 სტაჟიორი უნდა იყოს მიზანდასახული, უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე
პასუხისმგებლობის აღება. აგრეთვე უნდა იყოს კრიტიკული და შედეგზე
ორიენტირებული.