Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან შესაბამისობის დეპარტამენტი, ბიზნეს პროცესების განვითარების სამსახურში აცხადებს ოფიცრის (AML)  ვაკანსიას.

 

პოზიციის ძირითადი ფუნქციები:

  • ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და ფინანსური სანქციების მოთხოვნების დაცვის კუთხით ბანკის მიერ შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურების დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;
  • AML-ის offline/online მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების მიზნით კვლევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • AML/Sanction პოლიტიკის მოთხოვნების გაცნობა;
  • საკანონმდებლო და საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნების ცვლილების შემთხვევაში ბანკის მონიტორინგის სისტემებში შესატანი ტექნიკური ცვლილებების ინიცირება

 

სამუშაო გამოცდილება: რისკების, აუდიტის, ლინის, ტრანზაქციების, ანგარიშსწორების (Settlements) შესაბამისობის ან იურიდიული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი წელი;

 

ცოდნა, უნარები

  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.
  • დეტალების მიმართ დაკვირვებულობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • ორგანიზაციული უნარები და პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
  • პროფესიული წინსვლის სურვილი და მიზანდასახულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 19 აგვისტო, 2024.