Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

4 დეკემბერს,  AUF - ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრში გაიმართება ტრეინინგი თემაზე: „ნაბიჯები კარიერული წარმატებისაკენ“ (მისამართი:  0193, თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი #3).
ტრენერი ლილი ბიბილაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 
ადამიანური რესურსების  პროფესიონალთა გილდიის დირექტორი.

ტრენინგის მიზნები:
•დაეხმაროს  მსმენელს შეიცნოს  საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრების გზის ვექტორი და ოცნებიდან  მიზნამდე გასავლელი ბილიკების შესაძლებლობები;
•გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის შესაფერისი კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს, ტექნიკას;
•შეიგრძნოს მიღწევისა  და წარმატების გემო.

 5 საათის   განმავლობაში მსმენელებს მოუწევთ გაერკვნენ შემდეგ პუნქტებში:
1.ვიცნობ მე საკუთარ თავს? (პრაქტიკული სავარჯიშო)
2.ტერმინალური და ინსტუმენტული ფასეულობები;
3.მოკლედ ემოციური ინტელექტის შესახებ;
4.სხეულის ენა;
5.რეკრუტერის მოხიბვლის ხელოვნება (ჯგუფური სავარჯიშო).
სამიზნე აუდიტორია
-საქართველოში AUF -ის  წევრი უნივერსიტეტების სტუდენტები და მასწავლებლები 
აღმოაჩინეთ თქვენი ცოდნის „ტაძარი“, თქვენი ღირებულებები და შესაძლებლობები!
დარეგისტრირდით 1 დეკემბრამდე.

ტრენინგის დასაწყისი 16:00 სთ.

რეგისტრაცია