Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამა) მოსარგებლე პირებისათვის

    ✅ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით აცხადებს სტაჟირების პროგრამას „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის.
    სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

    ✅ პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

    ✅ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ COVID-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე სტაჟირების პროგრამა 2020 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. ამჟამად კი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სტაჟირების პროგრამაში ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამენ ცალკეული სახელმწიფო უწყებები.

    ➡ უწყებების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. - http://gov.ge/s/52994

    ➡ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, 4 აპრილამდე, შემდეგ ბმულზე - http://gov.ge/s/32c00