Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის კორპორატიული ფინანსების განყოფილებაში

ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიზანი:
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა.
უშუალოდ კორპორატიული ფინანსების ზედამხედველობის განყოფილების მთავარი მანდატია ფასიანი ქაღალდების საჯარო ემისიაში ჩართულობა და ანგარიშვალდებული საწარმოების ზედამხედველობა.
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით
სტაჟიორთა რაოდენობა: 1
სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
 დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირი, ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის მიმართულებით;
 ინგლისური ენა - B2
კომპეტენციები და უნარები:
 დასახული ამოცანების ოპერატიულად შესრულება;
 კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
 პასუხისმგებლობა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება;
 სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;
 თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების და ინოვაციური სერვისების განვითარებისადმი ინტერესი.
სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება:
 კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს კომპანიების საჯარო შეთავაზების ეტაპზე ამავე კომპანიების ფინანსურ ანალიზში. ამასთან შეაფასოს ისინი კანონმდებლობის მოთხოვნების და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების მეთოდოლოგიების ჭრილში.
 გამჭვირვალობის მოთხოვნების შესაბამისად მონიტორინგი გაუწიოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების წლიურ, ნახევარწლიურ და სხვა პერიოდულ ანგარიშებს.
 მონაწილეობა მიიღოს ფინანსური ინსტრუმენტების და დაკავშირებული მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა-განახლებაში.

 გახდეს დინამიური სწავლების და სამუშაო გარემოს თანამონაწილე.

სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
 განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
მეორე ეტაპი:
 წერითი დავალება
შენიშვნა: პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან წერითი დავალების ეტაპზე, რომლებსაც შესასრულებელი ექნებათ ლოგიკური მსჯელობის ტესტი;
მესამე  ეტაპი:
 გასაუბრება (გასაუბრებაზე დაიშვებიან კანდიდატები რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის მეორე ეტაპს).
შენიშვნა:
კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ პირთან  გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 5 ნოემბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:
 რეზიუმე (CV)
 *რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - კორპორატიული ფინანსების განყოფილება“
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
3. ერთი ელექტრონული ფოტო.

 გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.