Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიებს ქ. ლანჩხუთში, ოზურგეთში - პოზიციაზე ვიზიტორი ოფიცერი

 

სამუშაო ლოკაცია: თბილისი

განაკვეთი: სრული

ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: ფილიალში 2

 

პოზიციის შესახებ

 

პოზიციის მიზანია კომპანიის საკრედიტო და განვადების პროცესებში კლიენტის შემოსავლის სისწორისა და ბიზნეს საქმიანობის რეალურობის დადასტურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სესხის გაცემის უსაფრთხოება და რისკების მინიმიზაცია. პოზიცია მოიცავს ფიზიკური ვიზიტების განხორციელებას წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე და ვიზუალური მტკიცებულებების (ფოტო, რეგისტრაციის მონაცემები) შეგროვებას.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

მოქნილი გრაფიკს

სტაბილური ანაზღაურებასა და ბონუსს ვიზიტების მიხედვით

კარიერული ზრდის შესაძლებლობას

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • კლიენტების ბიზნეს მისამართზე/ადგილზე ვიზიტის განხორციელება და მათი შემოსავლების ფაქტობრივი დადასტურება;
  • ახალი სესხის ან განვადების განაცხადების შემოსავლის გადამოწმება;
  • რეგისტრაციის გარეშე მყოფი მომხმარებლების შემთხვევაში რეგისტრაციის განხორციელება;
  • ბიზნეს საქმიანობის დასურათება ვიზიტის დროს;
  • კლიენტის შემოსავლის ნამდვილობის დადასტურება.

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

 

  • პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • ფოტოს გადაღების მინიმალური ტექნიკური ცოდნა;
  • ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ განაცხადი 2025 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.

>> სარეგისტრაციო ბმული <<

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად